მედიასთან ურთიერთობა და ინდივიდუალური იმიჯი

სახე და იმიჯი – ზოგიერთ სასწავლო ლიტერატურაში მითითებულია, რომ სახე და იმიჯი ერთიდაიგივეა, თუმცა რეალურად ასე იშვიათ შემთხვევაში ხდება. იმიჯი საგარეო სახეა, „ნამდვილ სახეს“ კი ადამიანი ვიწრო წრეში ან საერთოდ არ აჩენს. როგორც წესი, იგი შეიძლება მხოლოდ ოპტიმალურ სიტუაციაში გამოამჟღავნოს.

სახე თანდაყოლილია, იმიჯი შეიძლება შეიძინო ან  მოირგო, ისე როგორც ნიღაბი. იმიჯი იქმნება, თუ სიტყვა სიტყვით გადავთარგმნით – კეთდება კიდეც და მას სპეციალისტები ქმნიან. მთავარია იცოდე, როგორი უნდა იყოს შენი საჯარო სახე – მკაცრი, სათნო, სერიოზული, კეთილშობილი, მშვიდი, აქტიური, ჭკვიანი, ბოჰემური… არჩევანი დიდია და ყველაფერი დაკვეთასა და საკუთარ  შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. დაკვეთა ერგება საზოგადოებას და იმ ინტერესთა ჯგუფს, სადაც საჯარო პირი უნდა წარდგეს, ვისზეც მან უნდა იმუშაოს.

მთავარია, ამოცანა ზუსტად იყოს განსაზღვრული:

  • როგორია დაკვეთა
  • რა უწყებას, კომპანიას, სუბიექტს წარმოადგენთ
  • რა უნარები გაქვთ
  • რისი შეცვლა გსურთ
  • რა  და როგორ უნდა აჩვენოთ მათ (საზოგადოებას, ხალხს, ჯგუფს, გუნდს)

იმიჯს უამრავი ნიუანსი ქმნის –  ხასიათი, უნარები, მეტყველება, დგომა, ჯდომა, გაღიმება,  ჩაცმა, სიარული, მისალმება და ა.შ. იმიჯის მორგების შემდეგ მთავარი ხდება  გამოცდილება, რომელიც იმიჯმეიკერების შემდეგ ყველაზე კარგი დამხმარეა.

იმიჯს უყვარს  გამორჩეულობა. თუკი თქვენ გინდათ, დაამახსოვრდეთ და არ იყოთ  ნაცრისფერი მასის ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. ამიტომაც ჩვენს კურსს ჰქვია „ინდივიდუალური იმიჯი“ და ის შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს იპოვო საკუთარ თავში, თუკი კარგად მოძებნი.

განხილული საკითხები

  • ვინ არის და როგორ ხდები საჯარო პირი?
  • როგორ ავირჩიოთ იმიჯი
  • მედიასთან ურთიერთობა
  • კამერასთან ურთიერთობა
  • კრიზისული სიტუაციის მართვა
  • სწორი კომუნიკაცია

სწავლების მეთოდები – ტრენინგზე გამოყენებული იქნება:

  • ბრეინშტორმინგი
  • სიმულაციური თამაშები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები
  • დებატები

სამიზნე აუდიტორია – სტუდენტები, ჟურნალისტები, ნებისმიერი მსურველი, ვისაც აქვს სურვილი, იცოდეს როგორ დაამყაროს მედიასა და კამერასთან ურთიერთობა.

ტრენინგის ჩატარების განრიგი

1 დღე –  10.04.2018   – 19:00 – 22:00 სთ

  • 19:00 – 19:20 – ტრენინგის გახსნა, მონაწილეთა გაცნობა
  • 19:20 – 20:30 – საჯარო პირის მიმოხილვა
  • 20:30 – 20:45 – შესვენება ყავაზე
  • 20:45 – 22:00 – მედიის მიმოხილვა, ქეისის ანალიზი

 

2 დღე –  12.04.2018   – 19:00 – 22:00 სთ

  • 19:00 – 19:20 – წინა დღის გამეორება
  • 19:20 – 20:30 – ობიექტივთან მუშაობა
  • 20:30 – 20:45 – შესვენება ყავაზე
  • 20:45 – 22:00 – სიმულაციური აქტივობა

 

3 დღე –  14.04.2018   – 11:00 – 14:00 სთ

  • 11:00 – 11:20 – წინა დღის გამეორება
  • 11:20 – 12:00 – სწორი კომუნიკაცია მედიასთან
  • 12:00 – 12:30 – სიმულაციური აქტივობა
  • 12:30 – 12:45 – შესვენება ყავაზე
  • 12:45 -13:45 – კრიზისის მართვა
  • 13:45 – 14:00 – სერტიფიკატების გადაცემა

მანანა მანჯგალაძე

მანანა განათლებით არის ფილოლოგი. დამთავრებული აქვს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის  ფაკულტეტი.

პროფესიული გამოცდილება:

1991-1995 წლებშითბილისის 155- საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ჟურნალისტური განხრით მუშაობა დაიწყო 1998 წლიდან:

  • სტუდიააუდიენცია: რედაქტორი, გადაცემათბილისელებისკორესპონდენტი.
  • სტუდიაინტერნიუსი: გადაცემაჟურნალისტური გამოძიება
  • ტელეკომპანია რუსთავი 2: გადაცემადილა მშვიდობისა საქართველო“;
  • ტელეკომპანიაიმედი“: საინფორმაციო გამოშვებაქრონიკა“, „დროება“;
  • ტელეკომპანიარუსთავი 2: საინფორმაციო გამოშვებაკურიერისწამყვანი;
  • ტელეკომპანიაიმედისაინფორმაციო გამოშვებაქრონიკისსაინფორმაციოს უფროსი, წამყვანი;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტის პრესსპიკერი;
  • კომპანიასაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
  • ტელეკომპანიატვპირველი: გადაცემასაქმიანი დილა“.

Date

აპრ 10 2018 - აპრ 14 2018

ფასი

460 GEL

ადგილი

რადისონ ბლუ ივერია - Radisson Blu Hotels & Resorts.
Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi, Rose Revolution Square, Tbilisi, Georgia
მანანა მანჯგალაძე

ტრენერი

მანანა მანჯგალაძე

ორგანიზატორი

ნინო ქიტიაშვილი
ნინო ქიტიაშვილი
Phone
+995 577 329 231
Email
nino.kitiashvili@gmail.com
QR Code

Comments are closed.