Trainings

დროის მართვის ტექნიკა

„დრო არ მაქვს!“, „ვერ მოვასწარი!“, „არ მეცალა!“ … – ეს ჩამოთვლილი წინადადებები, ალბათ, თქვენთვის საკმაოდ ნაცნობია. თუმცა ამავე დროს ხომ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანზე ორჯერ და სამჯერ მეტს ასწრებენ დღის განმავლობაში? რის ხარჯზე? – თავიანთ დღეს გეგმავენ დაწვრილებით და ფოკუსირებულები არიან სამუშაოს შესრულებაზე.

ყველა ჩვენგანს აქვს განსაზღვრული დრო – 24 საათი დღეში. „პომიდორის ტექნიკა“ კი დაგეხმარებათ, ამ დროის განმავლობაში უფრო მეტად იყოთ ფოკუსირებული თქვენს შესასრულებელ სამუშაოზე.

რაც ყველაზე კარგია, ეს ტექნიკა საკმაოდ მარტივია – თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ტაიმერი და არანაირი სპეციალური აპლიკაცია, წიგნი თუ ინსტრუმენტი. თუ თქვენი სამუშაო საკმაოდ დატვირთულია და შედგება სხვადასხვა ნაწილებისაგან, ისინი უბრალოდ დაყავით და შეუდექით 5 ნაბიჯისაგან შემდგარი ტექნიკის გამოყენებას:

  1.     აირჩიეთ საკითხი, რომლის შესრულებაც გსურთ;
  2.     დააყენეთ წამზომი 25 წუთზე;
  3.     იმუშავეთ საკითხზე, სანამ წამზომი არ დარეკავს;
  4.     მოიწყვეთ პატარა შესვენება (5 წუთი სრულიად მისაღებია, ადექით კომპიუტერიდან);
  5.     ყოველი 4 „პომიდორის“ შემდეგ დაისვენეთ უფრო ხანგრძლივად (15-30 წუთი).

გახსოვდეთ, ეს ტექნიკა შეუმჩნეველია და რაც მთავარია, ყოველი შემდეგი უფრო წარმატებული იქნება. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში კი ყოველთვის მონიშნეთ უკვე გაკეთებული საქმე, რაც დიდ სიამოვნებასა და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

ასევე გარდა მობილურისა თუ კომპიუტერის ტაიმერის გამოყენებისა, „პომიდორის“ პრინციპით მუშაობისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი საიტით – https://tomato-timer.com/.

გისურვებთ წარმატებულ „პომიდორს“!