გუნდური მუშაობის ტრენინგის სარგებელი

გუნდური მუშაობის ტრენინგის სარგებელი

0 Comments

საუკეთესო გუნდი არის ენერგიული და პროდუქტიული, ასეთი გუნდის წევრები ერთმანეთს კარგად უგებენ და შეთანხმებულად მუშაობენ. თუმცა ამის მიღწევა საკმაოდ რთულია და დროს მოითხოვს – ნებისმიერი გუნდი გადის ფორმირების გარკვეულ ეტაპებს.

უფრო და უფრო მეტი კომპანია მიმართავს გუნდური მუშაობის ტრენინგებს საკუთარი თანამშრომლების მოტივაციის ასამაღლებლად. გუნდური მუშაობის ტრენინგზე მონაწილეები ეცნობიან გუნდური მუშაობის პრინციპებსა და მეთოდებს საინტერესო და სახალისო აქტივობებისა და თამაშების საშუალებით, რის შედეგადაც ერთმანეთის გაცნობას ახერხებენ განსხვავებული კუთხით.

გუნდური მუშაობის ტრენინგს მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენი კომპანიისა და  თანამშრომლებისათვის, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  1. სოციალიზაცია, კონტაქტების დამყარება, ერთმანეთის უკეთ გაცნობა

სოციალიზაცია და სამუშაო ადგილზე მეგობრების შეძენა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა პროდუქტიულობის გასაზრდელად. ამის შედეგად არა მხოლოდ შიდა ორგანიზაციული კულტურა უმჯობესდება, არამედ უფრო მარტივადაც ხდება პრობლემების გადაჭრა.

  1. გუნდური მუშაობისა და გუნდური სამუშაოს შესრულების გაუმჯობესება

გუნდური მუშაობის ტრენინგზე გამოყენებული სავარჯიშოების შედეგად თანამშრომლები უკეთესად ეცნობიან ერთმანეთის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მათ ინტერესებსა და სურვილებს, რის შედეგადაც მომავალში ერთად უკეთესად და შეთანხმებულად მუშაობენ.

  1. კონკურენცია და შეჯიბრი

პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კონკურენციაა. გუნდური მუშაობის ტრენინგზე კი კონკურენციას მიეცემა მხიარული და გასართობი სახე და მონაწილეებიც „შეუძლებელს“ გააკეთებენ.

  1. გუნდური სულისკვეთება, გართობა, ზეიმი და მოტივაცია

ნებისმიერ სპორტის სახეობაში გამარჯვებული გუნდი დიდ დღესასწაულს აწყობს და აღნიშნავს მოგებას სხვადასხვა მხიარული მეთოდებით, რაც მათ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებისაკენ უბიძგებს. ეს ექსტრემალური მეთოდი გვიჩვენებს, რომ მილოცვას, აღნიშვნას, ზეიმს და გართობას, რომელიც თან ახლავს გუნდური მუშაობის ტრენინგს, შეუძლია თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება.

  1. თანამშრომლობა, ინოვაციისა და კრეატიულობის ხელშეწყობა

ადამიანების კრეატიულობა უმჯობესდება, როდესაც მათ გარშემო არიან ისინი, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ.  ასე რომ გუნდური მუშაობის ტრენინგის საშუალებით, მონაწილეები არა მხოლოდ უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს, არამედ უფრო წარმატებულ და კრეატიულ სამუშაო ადგილს შექმნიან. ყოველდღიური შეთანხმებული და ინოვაციებზე დაფუძნებული მუშაობა ხომ წარმატებული ბიზნესის გასაღებია.

  1. კომუნიკაციისა და ერთად მუშაობის გაუმჯობესება

გასაკვირი არ არის, რომ თანამშრომელთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ერთ-ერთი მიზანია, რის გამოც მიმართავენ კომპანიები გუნდური მუშაობის ტრენინგს. ყველას სურს მეგობრული სამუშაო ატმოსფერო, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და მუშაობის დროს.