8 რჩევა პროდუქტიული გაყიდვების ზარებისათვის

8 რჩევა პროდუქტიული გაყიდვების ზარებისათვის

0 Comments

გაყიდვები არის ციფრების თამაში. რაც უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელთან დაამყარებთ კონტაქტს, მით მეტს გაყიდით. მაგრამ ეს ფაქტი არ გულისხმობს რაოდენობის ხარჯზე ხარისხზე ყურადღების არ გამახვილებას. გამოიყენეთ რამდენიმე საბაზისო სტრატეგია და შეძლებთ, რომ თქვენი ყველა გაყიდვების ზარი იყოს მნიშვნელოვანი.

  1. მიიქციეთ მომხმარებელთა ყურადღება 15 წამში

ზუსტად ეს არის ის ხანგრძლივობა, რის მიხედვითაც მომხმარებელი გადაწყვეტს, სთავაზობთ მათ რაიმე საინტერესოს, თუ მორიგი მოსაბეზრებელი ზარია და შეწყვეტს თქვენს მოსმენას.

  1. აღაფრთოვანეთ

დარწმუნდით, რომ გაქვთ ფანტასტიური პროდუქტი/მომსახურება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ცხოვრებას გაიუმჯობესებს. თქვენ მათ დიდ საჩუქარს უკეთებთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების გაცნობით. ამავე დროს დარწმუნდით, რომ ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსეა თქვენი ხმა.

  1. გამოიყენეთ სარკის ეფექტი

ადამიანები განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ თავს თავიანთ მსგავსთან. ეცადეთ, მაქსიმალურად მიამსგავსოთ თქვენი ხმა მათ ხმას, სიჩქარეს, ტონს, სიმაღლეს (ისე, რომ არ დაემსგავსოს კარიკატურას).

  1. გამოიყენეთ მათი საყვარელი სიტყვები

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის საყვარელი სიტყვა მისივე სახელია. როგორც კი მომხმარებელი გეტყვით თავის სახელს, ჩაიწერეთ ფურცელზე და გამოიყენეთ მინიმუმ სამჯერ ზარის განმავლობაში.

  1. არ მიიღოთ „არა“ პასუხად

ბევრი მომხმარებელი წინასწარვე ამბობს „არ მაინტერესებს“, „დაკავებული ვარ“ ისე, რომ არც კი ისმენს შეთავაზებას. ყურმილის დაკიდების მაგივრად, ეცადეთ დაუსვათ ღია შეკითხვები საუბრის გასაგრძელებლად.

  1. გამოხატეთ ემოციები

პროდუქტს ყიდის სარგებელი, რადგან ისინი იწვევენ ემოციებს: ბედნიერების შეგრძნება, რომ გვაქვს აღნიშნული პროდუქტი და პირიქით. მაგალითების მოყვანა არის საკმაოდ ეფექტური მეთოდი, მოაწონოთ შეთავაზებული პროდუქტი/მომსახურება მომხმარებელს.

  1. შესთავაზეთ ღირებულება

შესთავაზეთ დამატებითი ღირებულება იმის მიუხედავად, შეიძენს მომხმარებელი თქვენს პროდუქტს/მომსახურებას თუ არა. ეს შეიძლება იყოს საცდელი ნიმუში ან უფასო დროებითი ვერსია. ხშირად ეს ქმედება უჩენს მომხმარებელს განცდას, რომ „თქვენი მართებს“.

  1. დაასრულეთ ყველა შეთავაზება

თუ მომხმარებელი ვერ გესაუბრებათ, დააზუსტეთ მისთვის მისაღები დრო ზარის განსახორციელებლად. ხოლო თუ შეუძლია საუბარი, ჰკითხეთ, როდის მოახერხებს შეხვედრას სრული პრეზენტაციის გასაცნობად. დაასრულეთ ყველა ზარი იმის მიუხედავად, მომხმარებელი დაინტერესებული ჩანს თუ არა. შეთავაზების განხორციელებით თქვენ არაფერს კარგავთ, მოგება კი ბევრის შეგიძლიათ.

 

წყარო: www.nasp.com