ტრენერების ტრენინგი

ტრენერების ტრენინგი

საკითხის ცოდნა არ არის საკმარისი ტრენინგის ჩასატარებლად. ზრდასრული ადამიანებისათვის ტრენინგის ჩატარება საჭიროებს სპეციფიურ კომპეტენციებს. როგორი იქნება ტრენინგი – დიდწილად არის დამოკიდებული ტრენერზე. თუ გსურთ გახდეთ მომავალი ტრენერი ან გაქვთ სურვილი, გაიღრმავოთ ცოდნა ამ მიმართულებით, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა. აღნიშნული ტრენინგის საშუალებით გაეცნობით იმ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რაც ეფექტური ტრენინგის ჩასატარებლად აუცილებელია.

ტრენინგი ეყრდნობა ზრდასრულთა სწავლების პრინციპებს და მოიცავს სწავლების ყველა ეტაპს:

  • ტრენინგის საჭიროების დადგენა
  • მეთოდები, ტექნიკები და ინსტუმენტები ტრენინგის მონახაზის გასაკეთებლად და ჩასატარებლად
  • ტრენინგის უკუკავშირი

აღნიშნული ტრენინგის მეშვეობით გაიღრმავებთ ზრდასრულთა სწავლებისათვის საჭირო თანამედროვე პრაქტიკულ და  ინტერაქციულ მეთოდებს, რომელიც ორიენტირებულია მსმენელის ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებაზე. ტრენინგის მონაწილეები ისწავლიან, თუ როგორ ასწავლონ სხვებს, ისე რომ მათ საჭიროებებს მოარგონ და გამოიყენონ პრაქტიკაში.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

დამოუკიდებლად ტრენინგის ჩატარებას, რომელიც იქნება საინტერესო, ინფორმაციული და პრაქტიკაზე ორიენტირებული.

ისწავლე, რათა ასწავლო !

ტრენინგის საკითხები:

  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპები
  • ტრენინგის ციკლი
  • რა გვაყალიბებს კარგ ტრენერად?
  • როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო
  • პრეზენტაციის და მოდერაციის უნარ-ჩვევები
  • რთული მონაწილეების მართვა
  • როგორ მოგვისმინონ?
  • ტრენინგის დიზაინი
  • უკუკავშირი
  • ტრენინგის ინტერაქციული მეთოდები

სწავლების მეთოდები – ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით. ტრენინგზე გამოყენებული იქნება:

  • ბრეინშტორმინგი
  • სიმულაციური თამაშები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები
  • დებატები

ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს.

ნინო ქიტიაშვილი

ნინო არის განათლებით ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ხოლო მაგისტრატურა – მაკროეკონომიკის სპეციალობით.

ნინო სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც პროექტის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერი; სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტი, შემდეგ უკვე გადავიდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე; თეგეტა მოტორსში – ტრენინგ ცენტრის კოორდინატორად, თეგეტა აკადემიაში – ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერად.

ნინოს ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი ტრენინგი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისათვის როგორც პროფესიული, ასევე ბიზნეს მიმართულებით. ნინო არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და ტრენინგ ცენტრის უფროსი.