ლიდერობა და მართვა

ლიდერობა და მართვა

არის თუ არა ლიდერობა ის, რასთან ერთადაც ვიბადებით თუ მისი შესწავლა შესაძლებელია? საკმაოდ საინტერესო კითხვაა, მაგრამ არ ღირს მასზე დიდი დროის დახარჯვა. მაშინაც კი თუ თქვენ საკმაოდ ქარიზმატული ხართ და ხალხი ბუნებრივად მოგყვებათ ყველგან, მაინც შეგიძლიათ დახვეწოთ და განავითაროთ თქვენი ლიდერული უნარები. ხოლო თუ თქვენ, უმრავლესობა ჩვენგანის მსგავსად, ლიდერად არ დაბადებულხართ, სწორედაც რომ დაგჭირდებათ ამ უნარების შესწავლა თქვენი დაქვემდებარებული თანამშრომლების წარმატებით სამართავად.

რას გაეცნობით ტრენინგზე:

  • როგორ განავითაროთ თქვენში ლიდერობა
  • საუკეთესო მეთოდები მოტივაციისათვის .. ინსპირაციისათვის .. წარმატებისათვის!
  • როგორ ისაუბროთ, რათა გამოგყვნენ
  • რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ ლიდერობისას და სხვა მრავალი

აღნიშნული ტრენინგი დაგეხმარებათ განავითაროთ ეფექტური ლიდერობის უნარ-ჩვევები, რომლებიც მნიშვნელოვანია კარიერული თუ ორგანიზაციული წარმატების გზაზე. ტრენინგი ხელს შეუწყობს მონაწილეებს პრობლემების გადაჭრის ინდივიდუალური და კრეატიული ხერხების პოვნაში, ძალაუფლების პოზიციიდან სწორ კომუნიკაციაში და მათ მოტივაციად და გავლენად გარდასახვაში, რაც საფუძველს ჩაუყრის საჭირო პროფესიონალური თუ ინტერესის ჯგუფების შექმნას და მართვას.

ტრენინგი მიზნად ისახავს გააცნოს მონაწილეებს უახლესი ლიტერატურა და პრაქტიკული ელემენტები, რომლებიც მათ პიროვნულ განვითარებაში, კარიერული წინსვლის დაგეგმვასა და ლიდერად ჩამოყალიბებაში დაეხმარება;

იყავი ხმა და არა ექო !

ალბერტ აინშტაინი

ტრენინგზე განხილული საკითხები:

ლიდერობა

  • ადამიანის ბუნება – ძირითადი შტრიხები: კაცობრიობის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა
  • ადამიანის პიროვნება – პიროვნების ჩამოყალიბება, პიროვნული მახასიათებლები და ტიპები
  • ობიექტური თვითშეფასება – თვითშემეცნება, თვითანალიზი და საკუთარ თავთან ჰარმონია
  • ლიდერული პოტენციალი – უნარი, განათლება, გამოცდილება, მოტივაცია და სხვა ფაქტორები
  • ლიდერთა ტიპები – ლიდერობის სტილები და მათი კომბინაციები სიტუაციის მიხედვით
  • ძალაუფლება – ძალაუფლების მოპოვება, შენარჩუნება, გაზრდა და ზოგადად მენეჯმენტი
  • კომუნიკაცია – ძალაუფლების პოზიციიდან სწორი კომუნიკაცია გავლენის მოსაპოვებლად (ვერბალური/წერითი/ არავერბალური)
  • გავლენა – ავტორიტეტი, მოტივაცია, იმიჯი
  • გუნდის და ქსელის შექმნა და განვითარება – გუნდის დაკომპლექტება, ოპტიმიზაცია; საჭირო კონტაქტების მოხვეჭა და მიზნობრივი სანაცნობო წრის სტრატეგიულ ქსელად გარდაქმნა
  • გლობალური ხედვა/კულტურათშორისი კომუნიკაცია – დიდი სურათის დანახვა, კულტურის განზომილებები, სხვა კულტურის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობები
  • ადაპტაცია – ადამიანებთან, სიტუაციებთან და დავალებებთან ადაპტაცია; კონფლიქტის მენეჯმენტი
  • ემოციური ინტელექტი – ემოციული ინტელექტის მნიშვნელობა ლიდერობაში და მისი წვლილი წარმატების მიღწევის გზაზე

მართვა  

  • მენეჯმენტის 5 ძირითადი განზომილება – საკუთარი თავის მენეჯმენტი, ორგანიზაციის მენეჯმენტი, კონტექსტის მენეჯმენტი, ურთიერთობების და ცვლილებების მენეჯმენტი
  • პროფესიონალური გარემო – ოფისის პოლიტიკა; რა სახის და კლასის ადამიანებს ვაწყდებით პროფესიონალურ გარემოში (მფლობელი, თანამშრომელი, მომხმარებელი და მათი ურთიერთობის დინამიკა)
  • დელეგირება და თანამშრომელთა მოტივაცია – როგორ დავადელეგიროთ საქმე სწორად; როგორ ვამოტივიროთ თანამშრომლები
  • გუნდური მუშაობა – გუნდის არსი, გუნდური მუშაობის როლები, ეფექტური გუნდი
  • ქართველი ლიდერების მენეჯერული გამოწვევები (კვლევის შედეგები) – ტიპური მმართველის 5 ძირითადი გამოწვევა მენეჯმენტში, მათი არსებობის მიზეზები და მათთან გამკლავების გზები

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  1. ადამიანის პიროვნების განვითარების ეტაპების, შედეგებისა და არსებული ტიპების ანალიზს
  2. ლიდერთა არსებული ბუნებრივი ტიპაჟების ამოცნობას, ასევე ლიდერული პოტენციალის აღქმას
  3. ახალ, გაუთვალისწინებელ გარემოში სხვების მოტივებისა და ქცევების შესწავლის და რისკების თავიდან აცილებას
  4. ძალაუფლების მოპოვებას, ფლობასა და გამოყენებას
  5. საჭირო პროფესიონალური საკომუნიკაციო ქსელის შექმნას, შენარჩუნებასა და განვითარებას
  6. ბიზნეს-პროცესებთან დაკავშირებით გლობალური ხედვის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებასა და განვითარებას
  7. ობიექტური თვითშეფასების და გამოწვევებისა და პოტენციალის ხარჯვის ახალი გზების კრიტიკული ანალიზის უნარი
  8. კორექტულ და ეფექტურ პირდაპირ და არაპირდაპირ კომუნიკაციას
  9. პროგრესის დაგეგმვას და დამოუკიდებლად მიღწევას
  10. მუდმივ ცვლილებებთან გამკლავებასა და ადაპტაციას
  11. ლიდერისთვის საჭირო პიროვნული, პროფესიონალური და კულტურათაშორისი ღირებულებების მიმართ თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასებას

სწავლების მეთოდები – ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით. ტრენინგზე გამოყენებული იქნება:

  • ბრეინშტორმინგი
  • სიმულაციური თამაშები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები
  • დებატები

ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს.

გიორგი ბურდული

გიორგის აქვს ერთობლივი მაგისტრის ხარისხი (MBA) ბიზნესის ადმინისტრირებაში მენეჯმენტის კონსალტინგის განხრით London School of Business and Finance (ბრიტანეთი) და Grenoble Graduate School of Business-დან (საფრანგეთი) და ბაკალავრის ხარისხი პოლიტმეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში The University of Kansas-დან (აშშ). ასევე გავლილი აქვს პროექტების მენეჯმენტის ტრენინგი (ბრიტანეთი), ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ინტენსიური კურსი (ჩინეთი);

გიორგის აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს, აშშ-ს, და საფრანგეთის საჯარო და კერძო სექტორებში პოლიტმეცნიერების, დიპლომატიის, საჯარო მართვის, ანალიტიკური საქმიანობის, ლიდერობის, მენეჯმენტის და მენეჯმენტის კონსალატინგის განხრით. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აზიის განვითარების ბანკში, საკონსულტაციო კომპანია “PMCG”-ში, და “Adjara Group Hospitality”-ში. გიორგის ასევე აქვს რამდენიმე წლიანი სწავლების გამოცდილება სამაგისტრო დონეზე საქართველოს უნივერსიტეტის MBA პროგრამის ფარგლებში.

გიორგი არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.

ნინო ქიტიაშვილი

ნინო არის განათლებით ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ხოლო მაგისტრატურა – მაკროეკონომიკის სპეციალობით.

ნინო სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც პროექტის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერი; სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტი, შემდეგ უკვე გადავიდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე; თეგეტა მოტორსში – ტრენინგ ცენტრის კოორდინატორად, თეგეტა აკადემიაში – ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერად.

ნინოს ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი ტრენინგი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისათვის როგორც პროფესიული, ასევე ბიზნეს მიმართულებით. ნინო არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და ტრენინგ ცენტრის უფროსი.