კონფლიქტებისა და სტრესის მართვა

კონფლიქტებისა და სტრესის მართვა

ბოლო პერიოდში სტრესი იქცა საუბრის მთავარ თემად. უფრო მეტი და მეტი ადამიანი განიცდის სტრესს სამუშაო ადგილას. თუმცა სტრესი უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ სამუშაო პროცესზე, არამედ ასევე გავლენას ახდენს ჩვენს ბიზნესსა და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობაზე. ყველა ადამიანი განიცდის სტრესისა და ზეწოლის გარკვეული სახეობების ზემოქმედებას სამუშაო დღის და პირადი ცხოვრებისას. სტრესს საკმაოდ აქტიურად იწვევს დაძაბული სამუშაო გარემო, კონფლიქტები გარშემომყოფებთან.

გვჯერა თუ არა, სტრესი მხოლოდ უარყოფითი მოვლენა არ არის და ზოგჯერ სასარგებლო ფუნქციასაც ასრულებს. ხშირად ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები დაადებითი სტრესის გამომწვევია. ბევრ ჩვენგანს სჭირდება კიდეც სტრესის გარკვეული სახეობები მოტივაციის ასამაღლებლად: დედლაინი, გაზრდილი პასუხისმგებლობები, ახალი კოლეგები და სხვა. სამწუხაროდ, სტრესი ბუნებრივი მოვლენაა და მის ბოლომდე აღმოფხვრას ვერ შევძლებთ. თუმცა თუ შეგიძლია სტრესის ეფექტურად მართვა, ამით ბევრად გაიუმჯობესებ სამუშაო პროცესსა და ცხოვრების სტილს.

წინააღმდეგობები გვხვდება ფეხის ყოველ ნაბიჯზე – ადამიანები ხომ ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან და სხვადასხვანაირად ვფიქრობთ?! კონფლიქტისა და სტრესისგან თავის დაცვა კი ხშირად წარმოუდგენელ ამბავადაც გვეჩვენება. კონფლიქტები ნორმალური ნაწილია ადამიანთა ურთიერთობებში, ის შეიძლება ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობდეს. კონფლიქტის გარკვეული ტიპი ასევე შეიძლება მიუთითებდეს კომპანიაში იდეებისა და აზრების ჯანსაღ გაცვლაზე. ძირითადად კი კონფლიქტები ნეგატიურ შინაარს ატარებს.

აღნიშნული ტრენინგით შეისწავლით ფაქტორებს, რომლებსაც მივყავართ კონფლიქტამდე და მეთოდებს, როგორ გადაჭრათ ისინი ეფექტურად ემოციურ სიტუაციებში. კონფლიქტის წარმოშობის ადრეული ფაქტორების შესწავლით, შეძლებთ მის მოგვარებას ესკალაციის პროცესის დაწყებამდე.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარებას, სტრესის „მართვას“ და შედეგად თავიდან აიცილებენ ნეგატიურ ფაქტორებს.

ჩვენ გვანადგურებს არა სტრესი, არამედ ჩვენი რეაქცია მასზე !

ჰანს სელიე

ტრენინგის საკითხები:

  • რა არის კონფლიქტი?
  • კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები
  • რამდენად ნეგატიური ფაქტორია კონფლიქტი?
  • კონფლიქტის ესკალაცია/დეესკალაცია
  • პრობლემის გადაჭრა
  • ტაქტიკები
  • აქტიური მოსმენა
  • ასერტიულობა
  • რაპორტის დამყარება
  • უარის თქმა
  • წარმატებული მოლაპარაკების ეფექტური მეთოდები
  • კონფლიქტი სამუშაო ადგილას
  • სტრესის მიზეზები
  • სტრესის ეფექტების განსაზღვრა
  • სტრესის მართვის ტექნიკების შესწავლა

სწავლების მეთოდები – ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით. ტრენინგზე გამოყენებული იქნება:

  • ბრეინშტორმინგი
  • სიმულაციური თამაშები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები
  • დებატები

ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს.

 

სალომე ფიფია

სალომეს ბაკალავრის ხარისხი მოპოვებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად კი არის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 2013-2014 წლებში ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ის ერთი წლით იმყოფებოდა რუმინეთის იოან კუზას სახელობის უნივერსიტეტში.

2012 წლიდან დღემდე სალომე არის მოწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში და უძღვება სასემინარო კურსებს სახელწოდებით: „საერთაშორისო კონფლიქტები და მათი დარეგულირების გზები“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“.

2015-2016 წლებში ის ასევე მოწვეული ლექტორის სტატუსით უძღვებოდა სასემინარო კურსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე სახელწოდებით: „შესავალი კონფლიქტოლოგიაში“.

პარალელურად სალომეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკავია სასწავლო პროცესის მართვის უფროსის თანამდებობა.

 

 

ნინო ქიტიაშვილი

ნინო არის განათლებით ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ხოლო მაგისტრატურა – მაკროეკონომიკის სპეციალობით.

ნინო სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც პროექტის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერი; სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტი, შემდეგ უკვე გადავიდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე; თეგეტა მოტორსში – ტრენინგ ცენტრის კოორდინატორად, თეგეტა აკადემიაში – ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერად.

ნინოს ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი ტრენინგი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისათვის როგორც პროფესიული, ასევე ბიზნეს მიმართულებით. ნინო არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და ტრენინგ ცენტრის უფროსი.