ეფექტური მოლაპარაკებები

ეფექტური მოლაპარაკებები

ნებისმიერ ადამიანს ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე უწევს მოლაპარაკებების წარმოება. მთავარია, რამდენად კარგად გამოგვდის და ვაღწევთ თუ არა ჩვენს მიზანს?!

დღევანდელი დინამიური მუშაობის პროცესში მოლაპარაკებები ერთ-ერთი მთავარი და წარმატების განმსაზღვრელი უნარია. სულ ერთია, ვისთან გაქვთ მოლაპარაკებები – კლიენტებთან, მომწოდებლებთან თუ კოლეგებთან, ეფექტურად მოლაპარაკებების უნარი მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაციისა თუ პირადი წარმატებისათვის. მოლაპარაკება ორგანიზაციის ღირებულების შესაქმნელად საჭირო განუყოფელი ნაწილია. ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ჩვენსავე მოლაპარაკების უნარ-ჩვევებზე ნებისმიერ დროს, როდესაც ვეძებთ ჩვენი პროექტისა თუ გუნდისთვის ახალ რესურსებს, ვწყვეტთ დაქირავებული კადრისთვის სახელფასო ბიუჯეტს თუ  ვსაუბრობთ კომპანიის მაღალ მოგებაზე და სხვა.

ეფექტური მოლაპარაკებების ტრენინგის პროგრამის საშუალებით თქვენ გაეცნობით მოლაპარაკების მართვის სხვადასხვა მეთოდებს, რის შედეგადაც აღმოაჩენთ და განავითარებთ საკუთარ უნარებს. ტრენინგის აქტიური მეთოდიკის საშუალებით დახვეწავთ თქვენს მოლაპარაკების სტილს და შეძლებთ ნებისმიერ სიტუაციაში წარმატებული მოლაპარაკების წარმართვას.

ტრენინგის უპირატესობები:

  • მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ მოლაპარაკებებში;
  • გაიუმჯობესოთ თქვენი თავდაჯერებულობა მოლაპარაკებების წარმართვის პროცესში;
  • გააუმჯობესოთ მოლაპარაკებების პროცესი თქვენი ემოციების მართვისა და სხვების ჩართვის გზით;
  • მოლაპარაკების მაგიდის ყველა მხარეს მსხდომებთან დაამყაროთ დადებითი და პროდუქტიული ურთიერთობები;
  • შექმნათ ღირებულება და “გააფართოვოთ ტორტი” მოგება-მოგება სტრატეგიის დახმარებით.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ :

გამოიყენონ მოლაპარაკებების სხვადასხვა მეთოდები, რის შემდეგადაც მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი და ეფექტური გახდება.

მიიღე ოპონენტისაგან საუკეთესო !

ტრენინგის საკითხები:

  • მოლაპარაკების ეტაპები
  • მოლაპარაკების უნარები
  • მოლაპარაკების მოტივები
  • მომზადება
  • ურთიერთობების შენება
  • ინფორმაციის გაცვლა
  • დარწმუნება
  • წინააღმდეგობის გადალახვა
  • მოლაპარაკების მეთოდები
  • Win-Win სტრატეგია
  • BATNA
  • AIDA
  • ჰარვარდის მეთოდი
  • მომლაპარაკებლის ტიპები

შეთანხმება

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

გამოიყენონ მოლაპარაკებების სხვადასხვა მეთოდები, რის შედეგადაც მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი და ეფექტური გახდება.

სწავლების მეთოდები – ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით. ტრენინგზე გამოყენებული იქნება:

  • ბრეინშტორმინგი
  • სიმულაციური თამაშები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები
  • დებატები

ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს.

 

 

მიხეილ სამხარაძე

მიშას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობა – საერთაშორისო ურთიერთობები.

მიშა სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამსახურის მთავარ მრჩევლად, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელად, კურორტ საირმისა და საირმის საინვესტიციო კომპანიის გენერალურ დირექტორად.

მიშას ჩატარებული აქვს სხვადასხვა სახის მაღალი დონის ღონისძებები, როგორიცაა: Tbilisi Silk Road Forum 2015, Tbilisi Belt and Road Forum 2017, BIAforum და სხვა. ასევე ნამუშევარი აქვს ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა: NATO Summit Lisbon 2010, NATO Summit Chicago 2012, OSCE Summit Astana 2010 და სხვა. მიშას ნამუშევარი აქვს 20-ზე მეტ ქვეყანაში და გამართული აქვს მოლაპარაკებები ამ ქვეყნების სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან.

მიშა არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.