[26-Sep-2018 13:38:59 Asia/Tehran] PHP Fatal error: Call to undefined function get_option() in /home/spnge/progressgroup.ge/wp-content/plugins/the-creator-vpb/elements/supported_plugins/cf7.php on line 6 ეფექტური კომუნიკაცია - Georgian Progress Group

ეფექტური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია

მოსაუბრეებს ყოველთვის კარგად ესმით ჩვენი? ხომ არ გრჩებათ განცდა, რომ რაღაც საკითხი ვერ გაიგეს? ადამიანები განსხვავებულად ვაზროვნებთ და თუ გვინდა, სხვებს ჩვენი მოსაზრებები კარგად მივაწოდოთ, მისი ჩამოყალიბებაც უნდა ვიცოდეთ.

იყო ეფექტური კომუნიკატორი, საკმაოდ მნიშვნელოვან უნარებს მოიცავს. კარგი ამბავი ისაა, რომ კომუნიკაციის უნარების შესწავლა და განვითარება შესაძლებელია. ის არის ინტერპერსონალური უნარების მამოძრავებელი ძალაა; გინდა იყო წარმატებული ბიზნესში? – უნდა შეგეძლოს კომუნიკაციის ეფექტურად დამყარება. კარგ მენეჯერსაც განსაკუთრებულად სჭირდება ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

კომუნიკაციის ძირითადი მახასიათებლები:

  • კომუნიკაცია ყოველთვის ინდივიდუალურია
  • კომუნიკაცია მუდმივად ხდება, ამაზე ვფიქრობთ თუ არა
  • ეფექტური კომუნიკაციის საშუალებით მრავალი საკითხი მოდის წესრიგში
  • ეფექტურ კომუნიკაციას შეუძლია კონფლიქტის მოგვარება
  • ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია კომუნიკაციის უნარების დახვეწა
  • ყველა ერთნაირი არ ვართ
  • ყველა ადამიანი კომუნიკაციას ამყარებს განსხვავებულად

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

საკუთარი აზრების სწორად ჩამოყალიბებასა და გამოხატვას, კომუნიკაციის ნათლად და გასაგებად დამყარებას, გაიუმჯობესონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები ინტერპერსონალური უნარების ჩათვლით. ეფექტური კომუნიკაციის დამყარება კი მალე გახდება მარტივი.

დაამყარე ურთიერთობები მარტივად !

ტრენინგის საკითხები:

  • კომუნიკაციის ელემენტები
  • არავერბალური კომუნიკაცია
  • ვერბალური კომუნიკაცია
  • ეფექტური შეკითხვების დასმა
  • ბარიერები
  • მოსმენის ხელოვნება
  • პოზიტიური საუბარი
  • ასერტიულობა
  • ეფექტური პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება

სწავლების მეთოდები – ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით. ტრენინგზე გამოყენებული იქნება:

  • ბრეინშტორმინგი
  • სიმულაციური თამაშები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები
  • დებატები

ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს.

ნინო ქიტიაშვილი

ნინო არის განათლებით ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ხოლო მაგისტრატურა – მაკროეკონომიკის სპეციალობით.

ნინო სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც პროექტის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერი; სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტი, შემდეგ უკვე გადავიდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე; თეგეტა მოტორსში – ტრენინგ ცენტრის კოორდინატორად, თეგეტა აკადემიაში – ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერად.

ნინოს ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი ტრენინგი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისათვის როგორც პროფესიული, ასევე ბიზნეს მიმართულებით. ნინო არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და ტრენინგ ცენტრის უფროსი.