ეფექტური გაყიდვები

ეფექტური გაყიდვები

ტრენინგის მიზანია, მონაწილეს ჩამოუყალიბდეს ის კონკრეტული უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად, რომლის შედეგადაც შეძლებენ გაყიდონ საკუთარი პროდუქტი/მომსახურება და გაიუმჯობესონ  გაყიდვების შედეგები.

ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით.

ტრენინგის საკითხები:

    • გაყიდვების მენეჯმენტი
    • გაყიდვის პროცესი/ეტაპები
    • კლიენტის ტიპები და მათთან ურთიერთობა
    • ეფექტური კომუნიკაცია
    • სატელეფონო კომუნიკაცია
    • როგორია წარმატებული სეილი
    • რატომ ყიდულობენ ადამიანები
    • მოლაპარაკების ტექნიკები

 

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  1. ორგანიზებული გაყიდვების პროცესის წარმოებას
  2. ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებას
  3. გამოიმუშავებენ წარმატებული სეილისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს
  4. მომხმარებლის ტიპების ერთმანეთისაგან გარჩევას და  მათთან სათანადო ურთიერთობის დამყარებას
  5. კლიენტისათვის საჭირო პროდუქციის/მომსახურების სათანადო შეთავაზებას
  6. სატელეფონო კომუნიკაციის ეფექტურად დაამყარებას
  7. მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვას

ნინო ქიტიაშვილი

ნინო არის განათლებით ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ხოლო მაგისტრატურა – მაკროეკონომიკის სპეციალობით. ნინო 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც მოხალისე, პროექტის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერი. 2011 წლიდან კი მუშაობა დაიწყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტმა, შემდეგ უკვე გადავიდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 2015 წლიდან მუშაობს თეგეტა მოტორსში – ტრენინგ ცენტრის კოორდინატორად, ხოლო 2017 წლიდან თეგეტა აკადემიაში – ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერად. ნინოს ჩატარებული აქვს ტრენინგები როგორც პროფესიული, ასევე ბიზნეს მიმართულებით.

ნინო არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და ტრენინგ ცენტრის დირექტორი.