დროის მართვა

დროის მართვა

მთელს მსოფლიოში თითოეულ ადამიანს დღეში აქვს 24, კვირაში 7 დღე და წელიწადში 365/366 დღე. მაგრამ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ დროს ჩვენზე ეფექტურად იყენებს და უფრო მეტს ასწრებს?

დროის მართვის კურსი გათვალისწინებულია ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელსაც სურს საკუთარი რესურსები უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, დღე ნაყოფიერად გაატაროს, ისწავლოს საქმისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება „სტრესის“ გარეშე.

ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით.

ტრენინგის საკითხები:

  • რა არის დრო
  • როგორ დავისახოთ SMART მიზნები
  • 80/20 წესი
  • პრიორიტეტების ეფექტურად დასახვა
  • დავალებების კატეგორიებად ჩამოყალიბება – სასწრაფო/მნიშვნელოვანი საქმეების მატრიცა
  • დღის წესრიგის შედგენა მაქსიმალური პროდუქტიულობისათვის
  • დროის მართვის ხაფანგები
  • დროის მართვის სტრატეგიები
  • დელეგირება
  • დაგეგმვა/ორგანიზება
  • რამდენიმე საქმის ერთად კეთება

 

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  1. დროის ეფექტურ მართვას
  2. მიზნების სწორად დასახვას
  3. შესასრულებული სამუშაოს პრიორიტეტის განსაზღვრას
  4. დროის ხაფანგების გარჩევას და მათ მართვას
  5. დროის სიმცირესთან დაკავშირებული სტრესის მართვას

ნინო ქიტიაშვილი

ნინო არის განათლებით ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ხოლო მაგისტრატურა – მაკროეკონომიკის სპეციალობით. ნინო 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც მოხალისე, პროექტის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერი. 2011 წლიდან კი მუშაობა დაიწყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტმა, შემდეგ უკვე გადავიდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 2015 წლიდან მუშაობს თეგეტა მოტორსში – ტრენინგ ცენტრის კოორდინატორად, ხოლო 2017 წლიდან თეგეტა აკადემიაში – ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერად. ნინოს ჩატარებული აქვს ტრენინგები როგორც პროფესიული, ასევე ბიზნეს მიმართულებით.

ნინო არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და ტრენინგ ცენტრის დირექტორი.