[26-Sep-2018 13:38:59 Asia/Tehran] PHP Fatal error: Call to undefined function get_option() in /home/spnge/progressgroup.ge/wp-content/plugins/the-creator-vpb/elements/supported_plugins/cf7.php on line 6 გაყიდვების პროფესიონალი - Georgian Progress Group

გაყიდვების პროფესიონალი

გაყიდვების პროფესიონალი

გაყიდვები 21 საუკუნის ბიზნესია, მის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი კომპანიის ბაზარზე პოზიციონირება. საკმაოდ ბევრი კომპანია ტოვებს ბაზარს, რადგან მათ აკლიათ გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების უნარები, რაც ყველა ზომის კომპანიაზე აისახება. შესაბამისად, გამოცდილ გაყიდვების პროფესიონალზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა. გაზარდეთ თქვენი ყურადღება გაყიდვებზე და ნახავთ, თუ როგორ სისწრაფით გაიზრდება თქვენი შემოსავლები. მოახდინეთ ბაზარზე პოზიციონირება, გაზარდეთ თქვენი ღირებულება მომხმარებლისათვის.

ბაზარზე შეხვდებით მრავალ გაყიდვების წარმომადგენელს, მაგრამ არის კი მათ შორის განსხვავება? რა თქმა უნდა, არის და თან საკმაოდ დიდი. რა განაპირობებს ამას?

მყიდველთა ქცევის ცვლილება დღეს ბევრად დიდ გავლენას ახდენს გაყიდვების წარმომადგენლებზე, ვიდრე ოდესმე. დღეს მომხმარებელი უკვე თითქმის სრულად ინფორმირებული და პროდუქტსა თუ მომსახურებაში გარკვეული მოდის მოლაპარაკების მაგიდასთან. მრავალი მათგანი უკვე გაყიდვების წარმომადგენელთან შეხვედრამდე იღებს გადაწყვეტილებას ყიდვის შესახებ. მათ იციან რა უნდათ, რა შეიძლება იყოს ან არ იყოს სწორი. შესაბამისად, საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ პროდუქტის/მომსახურების ფასზე. ამიტომ საჭიროა, გაყიდვების პროფესიონალი მომხმარებელს მასზე მეტად მომზადებული დახვდეს. ბოლო კვლევები აჩვენებენ, რომ გაყიდვების წარმომადგენლები, რომლებსაც მომხმარებლამდე მიაქვთ მაღალი ხარისხის ღირებულება, 3,6-ჯერ უფრო წარმატებით ასრულებენ გაყიდვის პროცესს, ვიდრე დანარჩენები. იმის მაგივრად, რომ გაყიდვების წარმომადგენლებმა უბრალოდ შეკითხვებს გასცენ პასუხები, მათ უნდა შექმნან პროდუქტის/მომსახურების ღირებულება, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულად დაანახებს მის საჭიროებას.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

ორგანიზებული გაყიდვების პროცესის წარმოებასა და ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებას, რაც აისახება გაზრდილ გაყიდვების მაჩვენებლებში.

კაცს, რომელსაც გაღიმება არ შეუძლია, მაღაზია არ უნდა გახსნას !

ჩინური ანდაზა

ტრენინგზე განხილული საკითხები:

  • რა არის გაყიდვები?
  • როგორია წარმატებული სეილი
  • რატომ ყიდულობენ ადამიანები
  • გაყიდვების ეტაპები
  • გაყიდვის პროცესის დაგეგმვა
  • სწორი კომუნიკაცია
  • შეკითხვების ტექნიკა
  • აქტიური მოსმენა
  • პრეზენტაცია და შეთავაზება
  • მოლაპარაკების ტექნიკები
  • მომხმარებელთა ტიპები და მათთან ურთიერთობა
  • სატელეფონო კომუნიკაცია
  • წინააღმდეგობის გადალახვა
  • კონკურენტების ანალიზი
  • SWOT ანალიზი
  • AIDA
  • FAB მეთოდოლოგია
  • ასერტიულობა
  • ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება
  • პოზიტიური საუბარი
  • გაყიდვის შემდგომი მომსახურება

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  1. ორგანიზებული გაყიდვების პროცესის წარმოებას
  2. ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებას
  3. გამოიმუშავებენ წარმატებული სეილისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს
  4. მომხმარებლის ტიპების ერთმანეთისაგან გარჩევას და  მათთან სათანადო ურთიერთობის დამყარებას
  5. კლიენტისათვის საჭირო პროდუქციის/მომსახურების სათანადო შეთავაზებას
  6. სატელეფონო კომუნიკაციის ეფექტურად დაამყარებას
  7. მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვას

სწავლების მეთოდები – ტრენინგი არის თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული, პრაქტიკული და გამდირებული ინტერაქციული მეთოდებით. ტრენინგზე გამოყენებული იქნება:

  • ბრეინშტორმინგი
  • სიმულაციური თამაშები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები
  • დებატები

ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემა ყველა მონაწილეს.

 

ნინო ქიტიაშვილი

ნინო არის განათლებით ეკონომისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ხოლო მაგისტრატურა – მაკროეკონომიკის სპეციალობით. ნინო 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც მოხალისე, პროექტის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერი. 2011 წლიდან კი მუშაობა დაიწყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ როგორც ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტმა, შემდეგ უკვე გადავიდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 2015 წლიდან მუშაობს თეგეტა მოტორსში – ტრენინგ ცენტრის კოორდინატორად, ხოლო 2017 წლიდან თეგეტა აკადემიაში – ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერად. ნინოს ჩატარებული აქვს ტრენინგები როგორც პროფესიული, ასევე ბიზნეს მიმართულებით.

ნინო არის Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და ტრენინგ ცენტრის დირექტორი.